ბავშვები შიმშილობენ! მათ უამრავი პრობლემა გამოუვლინდებათ – პედიატრი ოცნების დეპუტატებს

პედიატრი ინგა მამუჩიშვილი უმრავლესობის წევრების მიერ ბავშვთა შიმშილობასთან დაკავშირებულ განცხადებას ეხმიანება.

მისი თქმით, მაკარონით “კუჭის ამოვსება” არ ნიშნავს, რომ ბავშვმა საჭირო ვიტამინები მიიღო.

“შიმშილობენ ბავშვებიც და მოზრდილებიც! ნამდვილად შიმშილობენ! პურით, კარტოფილით და მაკარონით კუჭის ამოვსება სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ბავშვის ორგანიზმმა მისთვის საჭირო ძირითადი ინგრედიენტები, ვიტამინები და მიკროელემენტები მიიღო… ასეთი ბავშვი კახექსიურად კი არ გამოიყურება, პირიქით, ზედმეტი წონა აქვს! დროთა განმავლობაში მას უამრავი პრობლემები გამოუვლინდება ნერვული, ენდოკრინული, იმუნური, სისხლის სისტემის მხრივ… ჯანმრთელ მომავალს სწორი, ბალანსირებული კვება ჭირდება! ამის შესაძლებლობა ყველა ოჯახს უნდა ქონდეს და არა ერთეულებს!”,- წერს მამუჩიშვილი.

ცნობისთვის, ოცნების დეპუტატმა ლადო კახაძემ ჯანდაცვის მინისტრს სთხოვა, დაესახელებინა მაგალითი, როცა შიმშილით ბავშვი გარდაიცვალა. დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, რომ ტერმინი “ბავშვთა შიმშილი” არასწორია და ის არასრულყოფილო კვებით უნდა ჩავანაცვლოთ.