ბავშვობაში ყოველთვის არის ერთი მომენტი, როცა ფანჯარა იღება და მომავალი შემოდის – თალაკვაძე

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლიდან მეორე დღეს, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე Facebook გვერდზე ფოტოს აქვეყნებს და წერს: “ბავშვობაში ყოველთვის არის ერთი მომენტი, როცა ფანჯარა იღება და მომავალი შემოდის.”

 

გუშინ ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ პოლიტიკიდან მეორედ მიდის. ამის შესახებ მან ფეისბუქში გამოქვეყნებულ საჯარო წერილში განაცხადა. მისი თქმით, ის პარტიას და მმართველ გუნდს ტოვებს.

ქართული ოცნების ყრილობა 16 იანვარს გაიმართება, სადაც ქართული ოცნების ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ. პარტიამ ამ პოსტზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა წარადგინა.