ბათუმის რესპუბლიკურის მენეჯერს, რომელსაც COVID-19 დაუდგინდა, მუშაობს აგრძელებს

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურ მენეჯერ გია კიკაბიძეს COVID-19 დაუდასტურდა, მიუხედავად ამისა, იმს მუშაობას აგრძელებს. მისი თქმით, პაციენტებს მასთან კონტაქტით საფრთხე არ ემუქრებათ.

“თავს ჩვეულებრივად ვგრძნობ, განსაკუთრებული ჩივილები არ მაქვს. მოვთავსდი ჩემთან კლინიკაში და ვმკურნალობ.

თუ კარგად გრძნობ თავს და არ გაქვს რაიმე ნიშნები, როდესაც კლინიკის ერთ-ერთი ხელმძღვანელი დადის და შემოვლებს აკეთებს, პაციენტებს ნახულობს, არ არის მგონი ცუდი. ისინიც ინფიცირებული არიან და ჩემგან არანაირი საფრთხე არ არსებობს, რომ მათ რამე დაემართოთ”. – ამბობს კიკაბიძე.