ბათუმში ბათილია 2071 ბიულეტენი, კანდიდატებს შორის სხვაობაა 1200 ხმა – ქამადაძე

ნაციონალური მოძრაობის წევრის, მირდატ ქამადაძის ინფორმაციით, ბათუმში ბათილი ბიულეტენების ჯამმა 2071 შეადგინა, კანდიდატების შორის სხვაობა კი 1200 ხმაა.

“იმაზე ორჯერ მეტი ბიულეტინია ბათილი, ვიდრე არის კანდიდატების ხმებს შორის სხვაობა, რაც დაწერა ცესკომ და გამოაქვეყნა. 2071 ბიულეტენია ბათილი და სხვაობა არის კანდიდატებს შორის 1200 ხმა.

გუშინ 19:30 საათზე, ნახევარი საათით ადრე, ვიდრე დაიხურებოდა უბნები, ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია ქართული ოცნების შტაბიდან, რომ ქართულმა ოცნებამ გასცა დავალება კომისიის წევრებზე რომ ბათილად ეცნოთ ისეთი ბიულეტინები, სადაც ამომრჩევლის ნება ცალსახად იკითხება”, – აცხადებს ქამადაძე ფორმულას ეთერში.

გარდა ამისა, მისი თქმით, ბათუმში უბნებზე აღმოჩნდა სხვა ობნების ბიულეტენები, რაც კარუსელზე მიუთითებს.

ცნობისთვის, ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ბათუმის მერის არჩევნებში ქართული ოცნების კანდიდატმა, არჩილ ჩიქოვანმა გაიმარჯვა. ენმ-ს კანდიდატმა გიორგი კირთაძემ 48.98% მიიღო.