ბათუმში კორონავირუსით კიდევ ერთი ექიმი გარდაიცვალა

ბათუმში კორონავირუსით კიდევ ერთი ექიმი გარდაიცვალა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვლილია 55 წლის ბენო ჭელიძე, რომელსაც თანმხლები დაავადებები ჰქონდა. მათ შორის გულის ათეროსკლეროზული დაავადება, მიოკარსიუმის ინფარქტი, არტერიული ჰიპერტენზია, გულის ქრონიკული უკმარისობა და შაქარიანი დიაბეტი.

“კაცი რომელიც წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა თერაპიულ დეპარტამენტს, ასე უდროოდ გამოგვაკლდა და დაგვეღუპა. ამ ხნის მანძილზე ღირსეულად უძღვებოდა თავის საქმეს, იყო მაღალი დონის სპეციალისტი. მე ვუსამძიმრებ ყველას ამ ტრაგიკული შემთხვევის გამო”, – განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 39 ადამიანი გარდაიცვალა, მათგან 10 აჭარიდან იყო.