ბათუმში მამამ სცემა 14 წლის გოგო, რომელმაც უამბო, რომ გააუპატიურეს

ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში 14 წლის გოგო გააუპატიურეს. მოზარდზე შუა ხნის კაცმა იძალადა. მას შემდეგ კი რაც მოზარდმა მომხდარზე ოჯახს უამბო, ის მამამ სცემა.  ინფორმაციას, TV 25-ი ავრცელებს.

შემთხვევა 2 დღის წინ მოხდა.

არსებული ინფორმაციით, გოგოს მამა ფიზიკური ძალადობის ბრალდებით დააკავეს.