ბათუმში, “მეტრო ჰოლდინგის” ოფისში სპეცრაზმია მობილიზებული

ფოტო : მთავარი არხი

ამ წუთებში, ბათუმში, ”მეტრო ჰოლდინგის” ოფისში სპეცრაზმია მობილიზებული. ინფორმაციას ამის შესახებ “მთავარი არხი” ავრცელებს. ასევე მათი ინფორმაციით,  დაკავებულია, თურქი ბიზნესმენი, გალიფ ოზთურქი.

სავაჭრო ცენტრში, სადაც გალიფ ოზთურქის  საცხოვრებელი აპარტამენტებია, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. სავაჭრო ცენტრის თითქმის ყველა დირექტორს, დაყადაღებულ აქვს საბანკო და პირადი ანგარიშები.