ბათუმში, ნანგრევებიდან კიდევ ერთი არასრულწლოვანი ამოიყვანეს

ბათუმში, კორპუსის ნანგრევებში კიდევ ერთი ბავშვი მოჰყვა, რომელიც ნანგრევებიდან უკვე ამოყვანილია. ცოტა ხნის წინ ამოიყვანეს ნანგრევებიდან მცირეწლოვანი, რომელიც ჩამონგრეულ კორპუსთან გაჩერებულ მანქანაში იჯდა.

ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი რამდენიმე წუთის წინ ჩამოინგრა. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო-სამაშველო სამსახურები.  ამ წუთებში შენობიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.