ბათუმში ნანგრევებში გადარჩენილი კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა

ბათუმში ჩამონგრეული კორპუსის ნანგრევებიდან ერთადერთი გადარჩენილი  37 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა.

როგორც კლინიკაში აცხადებენ, პაციენტი რეანიმაციული განყოფილებიდან ქირურგიულ განყოფილებაში გადაიყვანეს და აგრძელებს მკურნალობას.