ბათუმში საკონდიტრო გაქურდეს – წაღებულია თანხა

ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე საკონდიტრო მაღაზია გაქურდეს. მეპატრონის ინფორმაციით, საკონდიტროდან წაღებულია თანხა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა.

მისივე თქმით, მძარცველები გვერდით მდებარე საცხობის გატეხვასაც ცდილობდნენ, თუმცა მეპატრონემ მიუსწრო.

ამ დროისთვის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.