ბათუმში ძმები წულუკიძეების, ჭელიძეებისა და ელდარ ანთაძის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც სამართალდამცავებმა 7 ადამიანი დააკავეს.
მათი თქმით, დაკავებულები პოლიტპატიმრები არიან, ვინაიდან, ისინი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები არიან.
აქციის მონაწილეებს პოლიციამ კარვების გაშლის საშუალება არ მისცა.
7 პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების თანახმად დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცველების მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
მოჭიდავეები 12 აპრილს გუმათჰესთან საპროტესტო აქციაზე დააკავეს. მათ ბრალად ედებათ ჯგუფი ძალადობა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 4 დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.