ბათუმში, ხოფის ბაზრობაზე ხანძარი გაჩნდა – მეხანძრე-მაშველებმა მისი ლიკვიდირება შეძლეს

ფოტო: აჭარის ტელევიზია

ბათუმში, ხოფის ბაზრობაზე ხანძარი გაჩნდა. ცეცხლმა რამდენიმე მაღაზია დააზიანა. დამწვარია ინვენტარი.

გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი ტანსაცმლის მაღაზიებში გაჩნდა. შემთხვევის ადგილას სახანძრო-სამაშველო სამსახურის ექვსი ბრიგადა მუშაობდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, სხვა ობიექტებზე ცეცხლის გავრცელების საფრთხე არსებობდა, თუმცა მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის ლიკვიდირება დროულად შეძლეს.