ბაიდენის მრჩევლის თქმით, ამერიკელი ჟურნალისტის მკვლელობას “შესაბამისი შედეგები მოყვება”

აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ჯეიკ სალივანი ოკუპანტების მიერ უკრაინაში ამერიკელი ჟურნალისტის მკვლელობას  “შოკისმომგვრელსა და შემზარავს” უწოდებს და ამბობს, რომ ამას აშშ-ის მხრიდან “შესაბამისი შედეგები” მოჰყვება, როგორც კი ბაიდენის ადმინისტრაცია დაამტებით ინფორმაციას მიიღებს”.

“ეს შემზარავი და შოკისმომგვრელია. ახლახანს გავიგე ამის შესახებ. კონსულტაციები მექნება ჩემს კოლეგებთან და უკრაინელებთან იმის დასადგენად, როგორ მოხდა ეს და განვსაზღვარვთ შესაბამის შედეგებს”, – თქვა მან CBS-თან საუბრისას.

ცნობისთვის, დღეს ირპენში რუსებმა New York Times-ის ჟურნალისტი მოკლეს, ერთი ჟურნალისტი კი დაჭრეს.