ბაიდენი და პუტინი ჟენევაში ერთმანეთს ხვდებიან

ჟენევაში ვლადიმერ პუტინი და ჯო ბაიდენი ერთმანეთს ხვდებიან. როგორც ცნობილია, პრეზიდენტები არაერთ თემაზე ისაუბრებენ, მათ შორის, უკრაინაზე, სირიისა და ლიბიის კონფლიქტებზე, ბელარუსსა და ნავალნიზე, დიპლომატიურ ურთიერთობებზე და ა.შ.

გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტებს ერთობლივი პრესკონფერენცია არ ექნებათ. ჟურნალისტებს ისინი ცალ-ცალკე შეხვდებიან.

ბაიდენის და პუტინის შეხვედრა რამდენიმე საათს გაგრძელდება. პრეზიდენტებთან ერთად შეხვედრას დაესწრებიან მინისტრები და მრჩევლები, ორივე მხარის 5-5 წარმომადგენელი.