ბაიდენი ევროპაში ვიზიტისას უკრაინაში ჩასვლას არ გეგმავს – თეთრი სახლი

თეთრი სახლის პრესსპიკერის, ჯენ ფსაკის ინფორმაციით, ევროპაში ვიზიტისას აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი უკრაინაში არ ჩავა. მისი თქმით, მოგზაურობის დეტალების შესახებ მოგვიანებით გახდება ცნობილი.

“ჯო ბაიდენის ევროპაში მოგზაურობის შესახებ დამატებითი დეტალები დღეს, მოგვიანებით გახდება ცნობილი. მოგზაურობა ფოკუსირებული იქნება უკრაინის მხარდასაჭერაზე და პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინაში შეჭრის წინააღმდეგ. მაგრამ უკრაინაში გამგზავრება არ იგეგმება”, – წერს ფსაკი ტვიტერზე.