ბაიდენი უკრაინის შესახებ ეროვნული უშიშროების საბჭოს მოიწვევს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დღეს უკრაინაში განვითარებული მოვლენების განსახილველად ეროვნული უშიშროების საბჭოს მოიწვევს. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ბაიდენს ეროვნული უსაფრთხოების გუნდი თეთრ სახლში რეგულარულად აწვდის ინფორმაციას უკრაინაზე.

“პრეზიდენტი ბაიდენი აგრძელებს უკრაინაში განვითარებადი სიტუაციის მონიტორინგს და რეგულარულად ეცნობა ადგილზე მოვლენებს მისი ეროვნული უსაფრთხოების გუნდის დახმარებით. მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ რუსეთს შეუძლია უკრაინაზე შეტევა ნებისმიერ დროს განახორციელოს”, -აცხადებს თეთრი სახლის პრესმდივანი.