ბაკურიანში ზვავში მოყოლილი კაცის ძებნა გრძელდება

ფოტო : Georgian travel guide
ბაკურიანში ზვავში მოყოლილი კაცის ძებნა გრძელდება. უკვე  მეორე დღეა თოვლის მასაში მოყოლილ დიტო გოგოლაძეს ეძებენ.

ზვავსაშიშროებისა და ცუდი ხილვადობის გამო გუშინ საღამოს სამუშაოები შეწყდა.

ადგილზე სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი სამძებრო სამუშაოებს ვერ ასრულებს რომელსაც მხოლოდ მაშველები გადაჰყავს. თოვლის დიდი მასისა და მიუვალი ადგილის გამო ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკას მუშაობა უჭირს.

ნუგზარ ქუთათელაძე, ბაკურიანის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე, ამბობს, რომ გუშინ რამდენიმე ადამიანი სასრიალოდ იყო გასული, დაკარგული პირი კი შედარებით ზემოთ ავიდა, როცა ზვავი ჩამოწვა.

“მაშველები დამატებულია, ადგილობრივებმაც გამოხატეს მზადყოფნა და თანხმობა, რომ დაეხმარონ მაშველებს. დაახლოებით 20 ადამიანია მზად. ნიჩბებით ცდილობენ რომ იმუშაონ, მაგრამ შედეგი ჯერ არაა”, – აღნიშნა ქუთათელაძემ.