ბაკურიანში, ზვავში მოყოლილ მამაკაცს, მაშველები ამ დრომდე ვერ პოულობენ

ბაკურიანში, ზვავში მოყოლილ მამაკაცს, მაშველები ამ დრომდე ვერ პოულობენ. ძებნა-შველის ოპერაციაა ამ წუთებშიც, მიმდინარეობს.

სამძებრო სამუშაოებში  ჩართულია ვერტმფრენიც, რომელმაც მაშველები შემთხვევის ადგილზე ჩაიყვანა და ახლა უკვე დაბა ბაკურიანში დაბრუნდა. როგორც ცნობილია, საძებრო არეალი,  მიუვალია, რაც ძებნა-შველის ოპერაციას ართულებს.

ამ ეტაპზე სტიქიის ეპიცენტრში ცოცხალი ძალა მუშაობს.

მამაკაცის კვალი ოთა-ოშორის გზის მიმდებარედ იკარგება.

ჯგუფში, რომელიც  ბაკურიანი-ტაბაწყურის დამაკავშირებელ ფერდობზე ბურანებით გადაადგილდებოდნენ, სულ 5 პირი იყო. სტიქიას 4 მათგანი გადაურჩა.

“ბაკურიანელები, 5 ადამიანი დღეს დილით ციხისჯვარის მიმართულებით ე.წ. ბურანებით იყვნენ წასულები, რა დროსაც ერთ-ერთ მთაზე მოწყდა თოვლის მასა და ერთი ადამიანი მოიყოლა. 4 ადამიანი სამშვიდობოსაა გამოსული, ხოლო ერთი კვლავ მოყოლილია თოვლის მასაში. ვინაიდან, ადგილი არის ფეხით მისასვლელად რთული, შსს-მ გამოაგზავნა ვერტმფრენი, შესაბამისი რაოდენობის მაშველები გადაყვანილები არიან ადგილზე, ამ მთაზე და საათზე მეტია მიმდინარეობს ძებნა-შველის სამუშოები.” ამბობს სამცხე- ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი.