“ინფორმაცია, რაც გავრცელდა,  თუ სიმართლეს შეესაბამება ეს არის მორიგი არასწორი, არასამართლიანი გადადგმული ნაბიჯი უკრაინის ხელისუფლების მხრიდან. ჩვენ გვახსოვს ძებნილი სააკაშვილი, როდესაც ჰყავდათ გუბერნატორად და შემდეგ თმებით ათრევდნენ ხოლმე რესტორნებში და დააპატიმრეს კიდეც. ახლა ადეიშვილი ჰყავთ, რომელიც იმ რეჟიმის  ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თანამონაწილე იყო. ეს ადამიანი ახლა უკვე უკრაინის სახელით ევროპაში სიტყვით გამოდის და ადამიანებს ხვდება და დააგვირგვინეს ახლა ეს სამარცხვინო შავი სია თუ რაღაც. ბატონ ივანიშვილს ვერ გაუბედეს და ნათესავებზე გადავიდნენ, იმიტომ, რომ მეორე ფრონტის გახსნაზე უარი ვუთხარით ბატონ დანილოვს, ვინც ეს სია შეადგინა. სამართლიანად მიიღო უარი იმიტომ, რომ საქართველოს ფრონტის გახსნა და ომი არ სჭირდება, ჩვენ ეს ვნახეთ, ვიომეთ უკვე 2008 წელს. ჩვენ სტაბილურობა და განვითარება გვინდა და მათ ასე გვიპასუხეს, დაგვაშანტაჟეს. ნამდვილად უკრაინას ვუჭერთ მხარს, უკრაინელ ხალხს, მათ ტერიტორიულ მთლიანობას, მე ვისურვებდი, რომ უკრაინას უფრო ადეკვატური ხელისუფლება ჰყოლოდა. ეს ჩემი გულწრფელი სურვილია, ისეთი მთავრობა, რომელიც უკრაინელი ხალხის ინტერესებს დაიცავს,”

ასე ეხმაურება, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა  უკრაინის მხრიდან  ბიძინა ივანიშვილის ახლობლებისთვის სანქციების დაწესებას.ას