ბატონ ირაკლის ვთხოვე, მომცეს საშუალება, რომ დავუბრუნდე ჩემს ოჯახს – ცქიტიშვილი

ინფრასტრუქტურის უკვე ყოფილი მინისტრი მაია ცქიტიშვილი ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშილს თხოვა, საშუალება მიეცა, რომ ოჯახს დაბრუნებოდა.

“ბოროტად ვისარგებლე იმით, რომ 15 წელია ვიცნობთ ერთმანეთს. ძალიან ბევრი ერთობლივად გაკეთებული საქმე გვაკავშირებს ჯერ კიდევ მაშინ, როცა საერთაშორისო ფონდ ქართუში ერთად ვმუშაობდით, ასევე მაშინ, როდესაც ბატონი ირაკლი მთავრობის მეთაური იყო, მოგეხსენებათ, რომ მაშინ მას ვეხმარებოდი, როგორც მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და შესაბამისად, გულწრფელად ვთხოვე, რომ მომცეს საშუალება, მე დავუბრუნდე ჩემს ოჯახს, გამოვიდე აქტიური პოლიტიკური ცხოვრებიდან და შესაბამისად, ჩემი ცხოვრების ის 9-წლიანი პერიოდი, ძალიან საინტერესო, დატვირთული დავასრულო ამით…”,– თქვა ცქიტიშვილმა.