ბაღდათში კომენდანტის საათის დროს “სპარის” ფილიალი გაქურდეს

ბაღდათის მუნიციპალიტეტში კომენდანტის საათის დროს სუპერმარკეტ “სპარის” ფილიალი გაქურდეს.

უცნობმა პირებმა მაღაზიის კარი გატეხეს და ფული წაიღეს. წაღებული ფულის რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.

ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები. დაწყებულია გამოძიება