ბაჩანა ლობჟანიძე ჩანერგილია, არ გამოვრიცხავ, რომ მან გაიტყუა სახლიდან – თამაზაშვილი

თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი ამბობს, რომ ბაჩანა ლობჟანიძე, რომელიც ამტკიცებს რომ თამარის შეყვარებული იყო, ჩანერგილია.

“ბაჩანა ლობჟანიძეძე სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ის არის ჩანერგილი პიროვნება, სპეციალურად მოგზავნილი. მარიამ ვარდიაშვილის ჩვენება წავიკითხე – ბაჩანა სთხოვა თამარის გაცნობას. ის ჩანერგილია ალბათ შსს–ს მიერ. ის ბრძანდებოდა შსს–ში ტელეფონით, ვის უშვებენ შსს–ში ტელეფონით? კითხვები არ გიჩნდებათ?”,– ამბობს ბაჩალიაშვილის დედა.

მისივე თქმით, არ გამორიცხავს, რომ ბაჩანა ლობჟანიძის მიერ იყოს გატყუებული მისი შვილი სახლიდან. ეს ეჭვი, თამაზაშვილის განცხადებით, მას შემდეგ გაუჩნდა, რაც მისი ინტერვიუები და ფოტოები ნახა.

“შსს–ში მე დავაყენე ბაჩანა ლობჟანიძის ფსიქიკური პრობლემების საკითხი და ამაას გადავამოწმებთქო. რატო არ დადეს, ფსიქიკურად ნორმალურია თუ არა ეს ბიჭი”,– განაცხადა თამაზაშვილმა.

ბაჩალიაშვილის დედამ პროკურატურასთან დღეს შიმშილობა დაიწყო.