“ახლა ბახმუტის ირგვლივ რთული ვითარებაა… ბახმუტი დღეს ომის ეპიცენტრია. მხოლოდ ქალაქის ტერიტორიაზე დღის განმავლობაში, მტერმა 21-ჯერ დაბომბა ქალაქი. საერთო ჯამში, ვასიუკოვკას, დუბოვო-ვასილიევკას, ბოგდანოვკას, ბახმუტისა და ივანოვსკოეს დასახლებების მიდამოებში დაფიქსირდა მტრის 131 დაბომბვა MLRS-ის რაკეტებიდან და მძიმე არტილერიიდან, 38 შეტაკება მოხდა. დაიღუპა 155 ოკუპანტი, 239 დაშავდა.[…] მტრისთვის ეს ქალაქი პრიორიტეტული სამიზნეა, თუმცა ჩვენი სარდლობა და პირადი შემადგენლობა ყველაფერს აკეთებს ამ დასახლების დასაცავად და ამავდროულად, მტრისთვის მაქსიმალური ზარალის მისაყენებლად”,

ამის შესახებ, უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის ჯგუფის სპიკერმა სერგეი ჩერევატმა განაცხადა. მისი თქმით, მტრისთვის ბახმუტი პრიორიტეტული სამიზნეა.