ბებიაჩემი და დეიდაჩემი ემიგრანტები არიან, მილიონი ლარით მათ ჩამოვიყვან – ბექაური

ფოტო: EPA/KIYOSHI OTA

ოლიმპიურმა ჩემპიონი ლაშა ბექაური ამბობს, რომ მილიონი ლარი, რომელსაც სახელმწიფოსგან მიიღებს, პირველ რიგში სახლში დააბრუნებს ემიგრაციაში მყოფ ოჯახის წევრებს.

ტვ პირველის ეთერში ჟურნალისტმა მას ჰკითხა, რაში დახარჯავს მილიონ ლარს, რაზეც მან უპასუხა:

“ბებიაჩემი და დეიდაჩემი საბერძნეთში არიან, იქ მუშაობენ, ემიგრანტები არიან. პირველ რიგში, მინდა, რომ ისინი ჩამოვიყვანო საქართველოში. ზოგადად, არ მიფიქრია, რას ვუზამ მილიონს. ჩემი სურვილი ეს არის, პირველ რიგში”, – განაცხადა ლაშა ბექაურმა.

90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ლაშა ბექაური ტოკიოს ოლიმპიადის ჩემპიონი გუშინ გახდა და საქართველოს საკრებს პირველი ოქრო მოუტანა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ყველა ოლიმპიურ ჩემპიონს ერთი მილიონი ლარი გადაეცემა.