“ბევრი კითხულობს კომენდანტის საათი რას გვაძლევს?”- თენგიზ ცერცვაძე

კომენდანტის საათი რომ მოიხსნას, ადამიანები ძნელად შეიკავებენ თავს ხალხმრავალი შეკრებებისგან”,-ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ხალხმრავალი შეკრებების აკრძალვის მოხსნის დრო ჯერ არ მოსულა.

“ბევრი კითხულობს გულწრფელად ან პროვოკაციულად, რომ „კი ბატონო, საჭიროა სოციალური დისტანცირება, ხელების დაბანა, პირბადის ტარება, მაგრამ კომენდანტის საათი რას გვაძლევს?“. ერთი ადამიანი, რომელიც ქუჩაში გამოდის და მას აჯარიმებენ, მართლაც უსიამოვნო პროცედურაა და შეიძლება, ამ კუთხით, არც იყოს გამართლებული, მაგრამ კომენდანტის საათი რომ მოიხსნას, ადამიანები ძნელად შეიკავებენ თავს ხალხმრავალი შეკრებებისგან. ამ ხალხმრავალი შეკრებების აკრძალვის მოხსნის დრო კი ჯერ არ მოსულა“ – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 9-ით გაიზარდა.