“კერძო საკუთრება უნდა გახდეს ამ ქვეყანაში ხელშეუხებელი. ჩვენ უნდა დავუმტკიცოთ მთელ მსოფლიოს, რომ აქ, ამ ტერიტორიაზე კერძო საკუთრების უფლების შელახვა არ მოსულა. მანამ სანამ რისკი არსებობს, რომ ამ ქვეყანაში შეიძლება რაღაც ვიყიდო და მერე წამართვან, “ამახიონ”, მანამდე აქ ფულს არავინ ჩადებს და არც დებს.

უნდა გავხსნათ ეკონომიკა. ნებისმიერს, ჩემგან, კერძო მესაკუთრესგან ჩემი საკუთრების შეძენა. რაც უფრო მეტი მსურველი იქნება ამ ქვეყანაში რაიმის ყიდვას, მით უფრო მაღალი იქნება ჩვენს საკუთრებაში არსებული საკუთრების ფასი. მით უფრო მდიდრები ვიქნებით. ბევრი უცხოელის ინტერესი, ფლობდეს საქართველოში რაიმე საკუთრებას, ავტომატურად ნიშნავს ჩვენს გამდიდრებას. ანუ კი არ უნდა ჩავკეტოთ და ავუკრძლოთ, პირიქით, რაც უფრო ბევრს ექნება ამ ქვეყანაში რამე შეიძინოს, მით უფრო ვმდიდრდებით ჩვენ, აქ ვინც ვცხოვრობთ. ყველაფერი რაც ამას ხელს უშლის, სინამდვილეში გვტოვებს სიღარიბეში ჩვენ და ჩვენს შვილებს. შესაბამისად, ქართული მიწა არ იყიდება, არის ბოროტება”

განაცხადა “გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ.