” ბოლო 9 თვის განმავლობაში საქართველოში რუსეთის 1 274 006 მოქალაქე შემოვიდა და უმრავლესობა უკან არ დაბრუნებულა. ადამიანის უფლებათა დამცველი – ანა რივინა, რომელიც ცოტა ხნის წინ კრემლმა უცხოურ აგენტად გამოაცხადა, ქვეყანაში არ შეუშვეს. ეს ბევრს ამბობს საქართველოს მთავრობაზე”
ასე ეხმაურება, ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი, რუსი უფლებადამცველის საქართველოში არშემოშვებას.
ცნობისთვის, ანა რივინა, რომელიც საქართველოში არ შემოუშვეს, კრემლს უცხო ქვეყნის აგენტად ჰყავს გამოცხადებული.