ბევრჯერ ჰქონია სახელმწიფოს მცდელობა, თავი აერიდებინა ჩვენი მკურნალობისთვის – გომური

ბევრჯერ ჰქონია სახელმწიფოს იმის მცდელობა, რომ თავი აერიდებინა ჩვენი მკურნალობისთვის – იხსენებს 2019 წლის 20 ივნისს ე.წ. გავრილოვის ღამეს დაზარალებული მაკო გომური.

“ბევრჯერ ჰქონია სახელმწიფოს იმის მცდელობა, რომ თავი აერიდებინა ჩვენი მკურნალობისთვის. იანვრის დასაწყისში ძალიან ბევრი შრომა დაგვჭირდა, ბევრჯერ მედიაში სიარული და ყვირილი, რომ შედეგისთის მიგვეღწია და სამკურნალოდ წავსულიყავით”,- ამბობს მაკო გომური.