ბევრ შეკითხვას ბადებს საქართველოს მთავრობის თანამშრომლობა ლუკაშენკოს კგბ-სთან – კრამონი

ბევრ შეკითხვას ბადებს საქართველოს მთავრობის თანამშრომლობა ლუკაშენკოს კგბ-სთან  – ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს სუს-სა და ბელარუსის უშიშროების სამსხურის შეთანხმების ამოქმედებას. ამის შესახებ, კრამონი “მთავარის” ეთერში საუბრობს.

“ბელარუსში ახლა ყველაზე მძიმე და კატასტროფული მდგომარეობაა. იქ ირღვევა ადამიანის უფლებების ყველანაირი სტანდარტი და ასეთ დროს, როგორ შეიძლება საქართველოს მთავრობამ 5 წლის წინანდელი შეთანხმება გააცოცხლოს. რატომ ახლა, რატომ დღეს? როდესაც  ცივილიზებული სამყაროდან არავინ თანამშრომლობს ბელარუსთან. მართლაც ბევრ შეკითხვას ბადებს ის ფაქტი, რომ საქართველოს მთავრობა თანამშრომლობს ლუკაშენკოს კაგებესთან. სწორედ ამის გამო ბევრი წუხს ამის გამო.” – ამბობს ვიოლა ფონ კრამონი.