ბელარუსმა სვეტლანა ტიხანოვსკაიაზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა

ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტმა ოპოზიციის ლიდერზე, ბელარუსის ყოფილ საპრეზიდენტო კანდიდატ სვეტლანა ტიხანოვსკაიაზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა.

მას  ბრალი ქვეყნის კონსტიტუციური წყობის ძალადობრივი მეთოდებით დამხობის მცდელობის მუხლით აქვს წაყენებული. ბრალდება ორიდან ხუთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მანამდე, ტიხანოვსკაიაზე ძებნა რუსეთის ტერიტორიაზე რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომაც გამოაცხადა.

სვიატლანა ტიხანოვსკაია მონაწილეობდა ბელარუსში, 9 აგვისტოს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში, სადაც გამარჯვებულად მოქმედი პრეზიდენტი ალიაქსანდრ ლუკაშენკა გამოცხადდა.

ციხანოვსკაია არ დაეთანხმა არჩევნების შედეგებს და საჩივარი შეიტანა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. 11 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ციხანოვსკაიამ ბელარუსი დატოვა და თავი ლიეტუვას შეაფარა. მოგვიანებით გავრცელებული ცნობით, მას ბელარუსის უსაფრთხოების სამსახურმა აიძულა ქვეყნის დატოვება.