ბელარუსში ოპოზიციის ლიდერი გაიტაცეს, მისი ადგილსამყოფელი უცნობია

მინსკში უცნობმა პირებმა საპროტესტო აქციების ლიდერი და ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს წევრი მარია კალესნიკოვა გაიტაცეს. იტყობინება გამოცემა tut.by-ი.

გავრცელებული ცნობით, დღეს დილით, დაახლოებით 10:05 საათზე, ნიღბიანმა პირებმა კოლესნიკოვა ხელოვნების ეროვნულ მუზეუმთან დააკავეს, ჩასვეს მანქანაში წარწერით “სობოლი” რომელიც სპეცდანიშნულების რაზმს ეკუთვნის და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.

გამოცემის ინფორმაციით, ის დილით საქმეებზე იყო ქალაქში გასული და მას შემდეგ ვერ უკავშირდებიან. მათივე თქმით, დილით კალესნიკოვას ტელეფონი ჩართული იყო, თუმცა მას არავინ პასუხობდა, მოგვიანებით კი მიუწვდომელი გახდა.

ბაბარიკა სამართალდამცავებმა დააკავეს და ცესკომ რეგისტრაციაზეც არ დაუშვა. ამის შემდეგ, კალესნიკოვა საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციის ერთიან კანდიდატის, სვიატლანა ციხანოუსკაიას შტაბის ერთ-ერთი ხელმძღვანელი გახდა.