ბელარუსში რუსული ჯარების გადაადგილების დასამალად ინტერნეტი გამორთეს – უკრაინა

უკრაინის სადაზვერვო სამსახურის განცხადებით, ბელარუსის ტერიტორიაზე რუსული საოკუპაციო ჯარების გადაადგილების შესახებ ინფორმაციის დამალვის მიზნით ინტერნეტი გათიშეს.

მათი ცნობით, ბელარუსში მობილური აბონენტების ინტერნეტზე წვდომის სრული ან ნაწილობრივი შეზღუდვა პირველად პირველ აპრილს დაფიქსირდა, ერთი თვის განმავლობაში კი ბელორუსის ყველა რეგიონს შეეზღუდა ინტერნეტთან წვდომა.

“უკრაინის სამხედრო დაზვერვის შეფასებით, მომხმარებლების ინტერნეტიდან გათიშვა კოორდინირებულია სპეცსამსახურების მიერ. ამრიგად, ბელარუსის KGB და რუსეთის FSB ცდილობენ, შეზღუდონ პატრიოტი მოქალაქეების კომუნიკაცია და აღკვეთონ სოციალურ ქსელებში ინფორმაციის გავრცელება რესპუბლიკის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ტექნიკის გადაადგილების შესახებ”,– აცხადებს დაზვერვა.