ბელგოროდის გუბერნატორის მტკიცებით, უკრაინამ ისევ დაბომბა ერთ-ერთი სოფელი

რუსეთში, ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი, ვიაჩესლავ გლდაკოვი ამტკიცებს, რომ უკრაინამ კვლავ დამბობა საზღვართან ახლოს მდებარე ერთ-ერთი სოფელი, ამჯერად ჟურავლევკა.

მისი განცხადებით, სოფლის დაბომბვა მთელი დღეა გრძელდება, რის გამოც ერთი ადამიანი დაშავდა.

გლადკოვის ცნობით, გუშინდელი დაბობმვის შედეგად 13 ოჯახი დაზარალდა, თუმცა საფრთხის გამო სარესტავრაციო სამუშაოები ჯერ ვერ დაიწყება.

ცნობისთვის, ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი თითქმის ყოველდღე ამბობს, რომ უკრაინელები დასახლებებს ბომბავენ, თუმცა უკრაინული მხარე ამას არ ადასტურებს.