ბელგოროდის გუბერნატორის თქმით, 9000-მდე ადამიანის ევაკუაციას იწყებენ

ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის, ვიაჩესლავ გლადკოვის თქმით,  9000-მდე ადამიანის ევაკუაცია იგეგმება.

“ვგეგმავთ ქალაქ ბელგოროდიდან და ბელგოროდის ოლქიდან, შებეკინსკისა და გრაივორონსკის რეგიონებიდან 9000-მდე მშვიდობიანი მოსახლის ევაკუაციას. 22 მარტს 1200 ბავშვი პენზასა, ტამბოვსა და კალუგაში გაემგზავრება”. – ამბობს გლადკოვი.