ბერა ივანიშვილის თანაშემწე არ შეიძლება ქვეყნის პრემიერმინისტრი იყოს – სამადაშვილი

”რთული მოსასმენი იყო აქ პრემიერის გამოსვლა, რომელმაც ისე აირჩია ბევრი ტყუილის თქვა, იმის ნაცვლად, რომ რაიმე მიღწევებზე ესაუბრა და სიბრალულის გრძნობა გამიჩნდა საკუთარი სამშობლოს მიმართ და მივხვდი, რომ ძალიან სწორი მოთხოვნაა ევროკაშვირის მხირდან დეოლიგარქიზაცია, რადგან, ბერა ივანიშვილის თანაშემწე არ შეიძლება ამ ქვეყნის პრემიერმინისტრი იყოს და ეს უნდა დასრულდეს, რომ საქართველოს მიეცეს შანსი, გახდეს ევროპული ქვეყანა.”

განაცხადა ლელოს წევრმა, სალომე სამადაშვილმა პრემიერმინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილზე, რომელიც ინტერპელაციის წესით პარლამენტის წინაშე წარსდგა.