ბერლინში 14 მეტრი სიმაღლის აკვარიუმი აფეთქდა – ვიდეო

ბერლინში, სასტუმრო Radisson Blu-ს ფოიეში არსებული გიგანტური აკვარიუმი, რომელიც მილიონ ლიტრ წყალს იტევდა, აფეთქდა. დაიტბორა სასტუმროს ტერიტორია და მიმდებარე ქუჩები.

სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, 25 მეტრის სიმაღლის აკვარიუმის აფეთქების შედეგად, მინის ნამსხვრევებით ორი ადამიანი დაშავდა.

ბერლინის სახანძრო ბრიგადის განცხადებით, ადგილზე 100-ზე მეტი მეხანძრე იმყოფებოდა და უცნობია, რამ გამოიწვია აფეთქება.

პოლიციის წყარომ ადგილობრივ მედიას განუცხადა, რომ არ არსებობს მტკიცებულება, რომ აფეთქება იყო მიზანმიმართული თავდასხმა.

14 მეტრი სიმაღლის აკვარიუმში 1500 ტროპიკული სახეობის თევზი ცხოვრობდა და ცილიდრულ აკვარიუმში შესაძლებელი იყო ლიფტით გადაადგილებაც. აკვარიუმში 100-ზე მეტ სხვადასხვა სახეობის თევზი იყო.