ბეჭი არ ამოიგდოთ, ბატონო ალეკო. დილეტანტი ეს! – წულუკიანი ელისაშვილს

ოცნების დეპუტატი თეა წულუკიანი ალეკო ელისაშვილს ეხმიანება და”დილეტანტს” უწოდებს.

“ბეჭი არ ამოიგდოთ (ჰმ, ამის თარგმნა ვინძლო გაჭირდეს), ბატონო ალეკო. მე დავბრუნდები და აგიხსნით, თუ რას ნიშნავს, იყო შერცხვენილი. თუ მანამდე მელიამ არ გაგიტანათ. დილეტანტი ეს!”,– წერს წულუკიანი Facebook–ზე.

დღეს ელისაშვილმა წულუკიანზე თქვა, რომ ის ივანიშვილზე მეტად ეიმედებოდა, თუმცა სამარცხვინო მართლმსაჯულება შექმნა.