ბიბილოვის თქმით, აპირებს ოკუპირებული ცხინვალის რუსეთთან შეერთებას

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის თქმით,  აპირებს სამართლებრივი ნაბიჯების გადადგმას რუსეთთან შესაერთებლად. ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია Tass ავრცელებს.

მარიონიტი ლიდერის განცხადებით, ოკუპირებული ცხინვალის “ისტორიული სამშობლო” რუსეთია.

“მჯერა, რომ რუსეთთან გაერთიანება ჩვენი სტრატეგიული მიზანია. ჩვენი გზა, ხალხის მისწრაფება. და ჩვენ ამ გზაზე ვივლით. უახლოეს მომავალში გადავდგამთ შესაბამის სამართლებრივ ნაბიჯებს. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა იქნება თავისი ისტორიული სამშობლოს – რუსეთის ნაწილი“, – განაცხადა ბიბილოვმა.