ბიბილოვი აცხადებს, რომ უკრაინაში რუსების დასახმარებლად სამხედროებს აგზავნის

ოკუპირებული ცხინვალის დეფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვის თქმით, უკრაინაში რუსული ჯარების დასახმარებლად სამხედროებს გააგზავნის.

თუ ფაშიზმს არ ჩავახსობთ ახლა, მომავალში ის საფრთხეს შეუქმნის სამხრეთ ოსეთს. ჩვენმა სამხედროებმა ძალიან კარგად იციან, რომ მიდიან რუსეთის დასაცავად, მიდიან ოსეთის დასაცავად. დაბრუნდით გამარჯვებულები და ცოცხლები”, – აღნიშნა ბიბილოვმა.