ბილ გეითსი ცოლს შორდება

Microsoft–ის დამფუძნებელმა, ბილ გეითსმა და მისმა ცოლმა, მელინდამ 27 წლიანი ქორწინების შემდეგ განქორწინების შესახებ განაცხადეს.

“ხანგრძლივი განსჯისა და ჩვენს ურთიერთობებზე მუშაობის შემდეგ მივიღეთ გადაწყვეილება ჩვენი ქორწინება დავასრულოთ“– ნათქვამია განცხადებაში, რომელიც გეითსის ტვიტერის გვერდზე გამოქვეყნდა.

“ქორწინების 27 წლის მანძილზე გავზარდეთ სამი შესანიშნავი შვილი და შევქმენით საქველმოქმედო ფონდი, რომელიც მთელ მსოფლიოში ეხმარება ადამიანებს, რომ ჯანსაღი და პროდუქტიული ცხოვრებით იცხოვრონ. ძველებურად ვიზიარებთ ამ მისიის რწმენას და განვაგრძობთ ერთობლივ მუშაობას ფონდში, თუმცა უკვე აღარ გვჯერა, რომ შევძლებთ ერთად გავიზარდოთ როგორც წყვილი.“–წერია განცხადებაში.

ბილ გეთსმა მომავალი ცოლი 1980–იანების ბოლოს გაიცნო, როცა მელინდა Microsoft–ში მივიდა სამუშაოდ.

2000 წელს მათ ბილ და მელინდა გეითსების საქველმოქმედო ფონდი დააფუძნეს და მას საკუთარი ქონების ნაწილი შესწირეს.

ფორბსის მონაცემებით ბილ გეითსი პლანეტის უმდიდრესი ადამიანების სიაში მეოთხე ადგილზეა.