“ვინ არიან, არ ვიცი, ყველა ერთმანეთს ჰგავს, ყველა ერთნაირად არის ჩაცმული, ბოთლებს ჰგვანან ქარხნიდან რომ გამოდის. მათ ღალატის მნიშვნელობა არ იციან, რადგან ისინი არიან ერთი ადამიანის, ბიძინა ივანიშვილის ერთგულები. ადამიანის ერთგულობა მოსულა, კაცო, სპარტაკს ერთგულობდნენ აჯანყებული მონები, ესენი ბიძინას კი არ ერთგულობენ, ბიძინას ქონებას და საკუთარ ქონებას ერთგულობენ, ხელი ხელს ბანს. მარტივი შეკითხვაა – ბიძინას რომ არ ჰქონდეს ფული, მომხრე კი არა, მანქანას არ გაუჩერებენ ჭექა-ქუხილში, გზაში. ხატზე დაიფიცონ რომ ასე არ არის. ეს არის ბანდა ქვეყნის საძარცვავად მოსული. ის ყაველაშვილი ბურთს თუ აგორავებდა, წავიდეს, აგოროს, ისაც რომ არის, მორაგბე, წადით, ბიძია, ბურთები აგორავეთ რა.

დღეს, მაგალითად, ძველი მოჭიდავე რომ არის, აღმოვაჩნე რომ ლაპარაკიც სცოდნია. დანაწევრებული მეტყველება მას არ ჰქონდა, მაგრამ დღეს ყველამ ენა ამოიდგა. სხვათა შორის, კარგი საქმე ვქენი – ენა ამოვადგმევინე, პოლიტიკური ლოგოპედი ვარ”

განაცხადა გაერთიანებული ოპოზიცია – ძალა ერთობაშიას წევრმა, გუბაზ სანიკიძემ “კავკასიის ეთერში”.