“ბიძინა თუ დარჩა ხელისუფლებაში, ძვლებამდე გააშიშვლებს აქაურობას, ბოლოს მოუღებს ქართულ სახელმწიფოს“–გუბაზ სანიკიძე

მთავარი არხის ეთერში გუბაზ სანიკიძემ ივანიშვილის ხელისუფლებიდან გაშვებაზე და ოპოზიციის პრობლემებზე ისაუბრა. ის თვლის, რომ ოპოზიცია უნდა გაერთიანდეს ქართული სახელმწიფოს იდეის გარშემო

სანიკიძის აზრით  პრობლემა არ არის მარტო ხელისუფლების ღალატში, მის უნიათობაში, მის სიმხდალესა და მის სიბოროტეში, პრობლემაა ოპოზიციის ნაწილშიც. აქედან გამომდინარე, პოლიტიკოსი თვლის რომ უნდა მოხდეს ოპოზიციის კონსოლიდირება იდეის გარშემო და მათი მამოძრავებელი სწორედ ეს იდეა უნდა იყოს.

“ბიძინა თუ დარჩა ხელისუფლებაში, ძვლებამდე გააშიშვლებს აქაურობას, ბოლოს მოუღებს ქართულ სახელმწიფოს, უდაბნოდ აქცევს ამ ქვეყანას. უსისხლო დიდგორი გველოდება წინ. ბრძოლა იქნება ძალიან მძიმე. ნურავინ ნუ ჩავთვლით, რომ ყველაფერი გადაწყვეტილია. არ არის ასე მარტივად საქმე, იმიტომ რომ სიბოროტეს არ აქვს საზღვარი და ის აბსოლუტურად ყველაფერს გამოიყენებს. “– ამბობს გუბაზ სანიკიძე.

არჩევნებამდე სანიკიძე ოპოზიციის ერთი იდეის გარშემო გაერთიანებასთან დაკავშრებით კოლეგებთან საუბარსაც აპირებს.