ბიძინა ივანიშვილი 3 დღე მეხვეწებოდა კენჭი იყარეო – გუბაზ სანიკიძე

“ბიძინა ივანიშვილი 3 დღე მეხვეწებოდა კენჭი იყარეო “- ამის შესახებ  გუბაზ სანიკიძემ ტვ “პირველის”გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა. როგორც გუბაზ სანიკიძე აცხადებს, ის რიგითი პოლიტიკოსი არასდროს ყოფილა.

„პარლამენტში მე 4-ჯერ შევედი და ოთხჯერვე ოპოზიციიდან. არასოდეს ხელისუფლების შეყვანილი არ ვყოფილვარ.  2012 წელს, არჩევნები მოიგო არა ბიძინა ივანიშვილმა, არამედ კოალიციამ. უდიდესი წვლილი  სწორედ ჩემს პარტიას “ეროვნული ფორუმი” მიუძღვის. მე რიგითი პოლიტიკოსი არასდროს ვყოფილვარ. ყოველთვის ფრონტის ხაზზე ვიდექი…4 თვე „ეროვნულ ფორუმს“ არ ეკონტაქტებოდა და მერე მიხვდა, რომ „ფორუმის“ გარეშე ვერ მოიგებდა. სამი დღე მეხვეწებოდა რო ქუთაისში წადი, კენჭი იყარეო.იმიტომ რომ ქუთაისში ნაციონალური მოძრაობის მომხრე ქალაქი  და ძალიან დიდი ბრძოლა მომიწია. ყველაზე მეტი შეხვედრა მე მაქვს ჩატარებული საქართველოში.