ბოიკოტის გაგრძელების რესურსი არ დარჩა, მოლაპარაკების კარი ღიაა – მათიკაშვილი

ქართული ოცნების დეპუტატი დავით მათიკაშვილი ოპოზიციის ბოიკოტს დაუსაბუთებელ და აბსურდულს უწოდებს. მისი თქმით, მხარეებს შორის დიალოგს ალტერნატივა არ აქვს, თუმცა არსებობს წითელი ხაზები.

“ჩვენ სულ ვაცხადებდით ამას და კვლავ შეგვიძლია იგივე განვაცხადოთ, რომ მოლაპარაკების კარი არის მუდამ ღია კონსტრუქციული საუბრისთვის კონსტრუქციული მიზნებიდან და შედეგებიდან გამომდინარე და რა თქმა უნდა არსებობს წითელი ხაზებიც, სადაც არც ერთ შემთხვევაში არ გადაიკვეთება. მით უმეტეს, დღევანდელი მოცემულობით, როცა არც ერთი კითხვის ნიშანი არც ერთი მხრიდან, რა თქმა უნდა, თეორიულ დონეზეც კი არ დარჩა იმის, რომ რაიმე შესაძლებლობა და რესურსი არსებობდეს კიდევ ბოიკოტის გაგრძელების,” – განაცხადა მათიკაშვილმა.

27 იანვარს პარლამენტი 51 დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის განხილვას საკომიტეტო მოსმენაზე დაიწყებს.