ბოკერიას დამლაგებელი აღარ დარჩა პარტიაში – ელისაშვილი

ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ზოგიერთმა პარტიამ მისი პარტის დღის წესრიგზე, ანუ ხალხი პრობლემებზე დაიწყო საუბარი.

მისი თქმით, ერთმანეთის ლანძღვას უკუშედეგი მოაქვს – “ბოკერიას დამლაგებელი აღარ დარჩა პარტიაში”

“შენ ასეთი ხარ, შენ ისეთი ხარ დავამთავროთ და დავიწყოთ კონკრეტულ პრობლემებზე საუბარი, სანამ მართლა კაცი პოლიტიკოსებიღა დავრჩებით, თუ ასე გაგრძელდა, ამ ქვეყანაში, თუ მარტო ერთმანეთის ლანძღვაზე ვიყავით.

დავსხდებით და ერთმანეთს ვურჩიოთ მაშინ საქმეები, გამოგკვეტონ სადღაც და ვურჩიოთ საქმეები, მაგრამ ეს მარტო ერთმანეთისთვის საქმეების გარჩევა, ერთმანეთთან ეს იწილო-ბიწილო რომ უკუშედეგის მომტანია და ბუმერანგია, რომელიც განგრევს, აგერ, თუ ვინმეს აინტერესებს, შეხედეთ ბოკერიამ თავის თავს რა დამართა და ნაციონალურმა მოძრაობამ რა დამართა თავის თავს. ბოკერიას დამლაგებელი აღარ დარჩა პარტიაში”,– თქვა ელისაშვილმა პალიტრანიუსის ეთერში.