ბოკერიას პარტიას ოპოზიციის გამარჯვება კი არა, თავისთვის ხეირის გამოდნობა უნდა – ელისაშვილი

სამოქალაქო მოძრაობის ლიდერის, ალეკო ელისაშვილის თქმით, ევროპული საქართველო “რაღაცას მაიმუნობს”. მისი თქმით, “ბოკერიას პარტიას” ოპოზიციის გამარჯვება კი არა, საკუთარი ხეირის “გამოდნობა” უნდა.

„ვინ ურევს სულ სიტუაციას? ბოკერიას პარტია. მაგათ სინამდვილეში ის კი არ უნდათ, რომ ოპოზიციამ გაიმარჯვოს, სინამდვილეში უნდათ, რომ რაღაც ხეირი გამოადნონ თავისთვის. არც კოორდინაციის პრობლემა არაა. ხომ ხედავდა საზოგადოება, რომ სახელმწიფოებრივად, როცა მნიშვნელოვანი იყო პროპორციული საარჩევნო სისტემისთვის არა თუ მაგიდასთან ვიჯექი, არამედ ვიბრძოდი და წინა ხაზზე ვიყავი მაგიდასთან მსხდომთა 99%-სგან განსხვავებით”,– ამბობს ელისაშვილი რადიო “პალიტრაზე”.

მისივე თქმით, გიგი უგულავა მექრთამეა და ეს მთელ საქართველოში იციან.

“ბოკერიას როგორც უნდა თავისი გემოვნების მიხედვით ეგრე არ გამოდის. უნდა იცოდე შენი შესაძლებლობები და რესურსები. გიგი უგულავამ სად უნდა მოიგოს? გიგი უგულავა რომ მექრთამეა მარტო თბილისში კი არ იციან, მთელ საქართველოში იციან და მგონი დედამიწაზე, რომ მან 50 მილიონი ჩვენი ფული მოიპარა“,-აღნიშნა ელისაშვილმა.