ბოლნისში გვიწევს დაპირისპირება ძალიან დიდ ფულთან – კობახიძე ოქრიაშვილის ფინანსებზე

“ბოლნისში გვიწევს დაპირისპირება ძალიან დიდ ფულთან “-მმართველი გუნდის აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ბოლნისის ოლქში უწევთ დაპირისპირება ძალიან დიდ ფულთან, რომელსაც მათი ოპონენტი ხარჯავს.

“ბოლნისში ჩვენ გვიწევს დაპირისპირება ძალიან დიდ ფულთან, რომელსაც არიგებს ნაცმოძრაობის კანდიდატი კახა ოქრიაშვილი. იგივე ხდება მცხეთაში და რამდენიმე ოლქში. ძალიან დიდ ფულს არიგებს კახა ოქრიაშვილი”, – განაცხადა მან.