ბოლნისში ნაციონალური მოძრაობის წევრს ფიზიკურად გაუსწორდნენ

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მამხუთში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერს სიტყვიერი და ფიზიკური  შეურაცხყოფა მიაყენეს. მისი მეუღლის ინფორმაციით, ის მისივე თანასოფლელმა “ქართული ოცნების” აქტივისტმა სცემა.

“ჩემს შვილს ეძებდნენ, კარები გაუღო ჩემმა ქმარმა და დაუწყეს ცემა. ეკითხებოდნენ – თუ სად იყო ჩემი შვილი. ჩემს მეუღლეს გილგამ იბრაგიმოვმა დაარტყა. ეს პიროვნება “ქართული ოცნების” მხარდამჭერია. სავარაუდოდ, აგრესია უკავშირდება იმას, რომ “ნაციონალური მოძრაობის” შეკრებას ესწრებოდა ჩემი შვილი,” -ამბობს დაზარალებულის ცოლი.

ამ დროისთვის ისმაილ გაჯიევი ბოლნისის პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.