ბოლოს, როცა სააკაშვილს შევხვდი ჯანმრთელი კაცი იყო. ასე გამოიყურება ის დღეს – კრამონი

“ბოლოს, როცა მიხეილ სააკაშვილს შევხვდი, ის ჯანმრთელი კაცი იყო. ასე გამოიყურება ის დღეს” – ასე ეხმაურება, ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ მდგოამრეობას და Twitter-ზე გასული წლის 21 ივნისით დათარიღებულ ფოტოსთან ერთად, დღევანდელ სასამართლოზე გამოჩენილ მიხეილ სააკაშვილის ფოტოს აქვეყნებს.

  •  “ბოლოს, როცა მიხეილ სააკაშვილს შევხვდი, ის ჯანმრთელი კაცი იყო. ასე გამოიყურება ის დღეს, ერთ წელზე ცოტა მეტი ხნის განმავლობაში საქართველოს ციხეში ყოფნის შემდეგ. ყველა პატიმრის კეთილდღეობა სააკაშვილის ჩათვლით არის საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობა”,- აღნიშნავს კრამონი.