ბოლო კვირებში HIMARS-ებით ოკუპანტების 30-ზე მეტი სამხედრო ობიექტი გავანადგურეთ – უკრაინა

ბოლო კვირებში HIMARS-ებით ოკუპანტების 30-ზე მეტი სამხედრო ობიექტი გავანადგურეთ – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა ალექსანდრ მოტუზიანიკმა განაცხადა.

“ნება მომეცით ვახსენო ცნობილი HIMARS, რომლებიც ახლა მშვენივრად მუშაობენ ფრონტის ხაზზე. გასული კვირების განმავლობაში განადგურდა მტრის 30-ზე მეტი სამხედრო-ლოგისტიკური ობიექტი, რის გამოც რუსული საოკუპაციო ძალების შეტევითი პოტენციალი ახლა მნიშვნელოვნად შემცირდა.” – განაცხადა თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა.